
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტისთვის გადაიდო
06/03/2025 14:13:49 საზოგადოება
ბათუმის სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მარტს გაგრძელდება.
იქამდე კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვეს, რასაც არ დაეთანხმა შსს-ს წარმომადგენელი. მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაცხადა, რომ ღიად ტოვებს შუამდგომლობას.
მზია ამაღლობელს 14 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავებიან.
დღევანდელ სასამართლოს ლიეტუვის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საპატიმროდან დისტანციურად ჩაერთო მზია ამაღლობელიც.