Accentnews.ge
მედია: აშშ-ის ახალ სუვერენულ ფონდს ინვესტბანკირი მაიკლ გრაიმსი უხელმძღვანელებს

მედია: აშშ-ის ახალ სუვერენულ ფონდს ინვესტბანკირი მაიკლ გრაიმსი უხელმძღვანელებს

06/03/2025 08:40:33 მსოფლიო

აშშ-ის ახალ სუვერენულ ფონდს უხელმძღვანელებს ტექნოლოგიების სფეროში საინვესტიციო ბანკირი მაიკლ გრაიმსი, რომელმაც თებერვლის დასაწყისში კომპანია Morgan Stanley-დან აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე გადაინაცვლა, - იუწყება სააგენტო "როიტერი" რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

თავად ფონდი, სააგენტოს წყაროების ცნობით, დაფინანსდება საგარეო საგადასახადო სამსახურის (ERS) - ანუ იმ უწყების მოგებიდან, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპორტზე დაწესებული მოსაკრებლების სახით მიღებული შემოსავლების სამართავად ქმნის.

გრეიმსს, სამინისტროსა და თეთრ სახლს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის: გრაიმსმა ცნობადობა Morgan Stanley-ში მუშაობისას, ტექმოლოგიურ კომპანიებთან Meta, Uber და Airbnb გარიგებების შედეგად მოიპოვა. სწორედ ის უწევდა კონსულტაციას ელონ მასკს $44 მილიარდად Twitter-ის შეძენისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S