
რუსეთმა აშშ-ში ელჩად დარჩიევი დანიშნა
06/03/2025 07:29:24 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა, - იუწყება სააგენტო "როიტერი" პრეზიდენტ პუტინის შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით.
დარჩიევი კარიერული დიპლომატია აშშ-ში მუშაობის გამოცდილებით.
1997-2002 და 2005-2010 წლებში იგი ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, 2014-2021 წელს იყო რუსეთის ელჩი კანადაში. ბოლო პერიოდში კი დარჩიევი რუსეთის საგარეო უწყებაში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის: ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინის ხელისუფლებასთან ქვეყნებში დიპწარმომადგენლობების აღდგენაზე მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყო.