Accentnews.ge
სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს დასახლებული პუნქტი

სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს დასახლებული პუნქტი

06/03/2025 07:19:36 მსოფლიო

შვიდი ადამიანი დაიჭრა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ პოჩონის რაიონში, სადაც არმიის ორმა გამანადგურებელმა შეცდომით ჩამოაგდო 4-4 ბომბი, - იუწყება სამხედროებსა და მეხანძრე-მაშველებზე დაყრდნობით სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap.

ინციდენტი დღეს, 6 მარტს, დილით პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებისას მოხდა, რომელშიც KF-16 ტიპის გამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.

შეცდომით დაბომბილ დასახლებულ პუნქტში დანგრეულია საკულტო ნაგებობა და კიდევ ექვსი შენობა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მიმართავს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის - ზიანის ანაზღაურებას. სარდლობის ინფორმაციით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.

Yonhap-ის ცნობით, პოლიგონზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, მიმდინარეობდა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლება, რომელშიც 160 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S