
Politico: ტრამპის გუნდმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან საპრეზიდენტო არჩევნების თემა საიდუმლოდ განიხილა
06/03/2025 06:17:41 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტყრამპის გარემოცვის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს, რომელზეც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი განიხილებოდა, - იუწყება გამოცემა Politico რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა, კერძოდ, უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოსთან, ასევე პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერთან, ექს-პრეზიდენტ პოროშენკოსთან, საუბრის თემას კი უახლოეს მომავალში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობა წარმოადგენდა, რაც, გამოცემის წყაროების ცნობით, ვაშინგტონისთვის არაოფიციალურად ომის დასრულების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად რჩება.
კერძოდ, ამერიკის ადმინისტრაცია აუცილებლად მიიჩნევს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეესახებ შეთანხმების მიღწევისთანავე და მანამდე, სანამ ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, - წერს Politico.
რაც შეეხება ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას, მის თანახმად, ვაშინგტონი არ ერევა უკრაინის შიდა საქმეებში, თუმცა ფაქტია, რომ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ზელენსკის "4%-იანი რეიტინგის მქონე დიქტატორი" უწოდა და მართალია, შემდგომში თქვა, რომ "ვერ წარმოუდგენია, მსგავსი რამ ეთქვა", თუმცა ოვალურ კაბინეტში ამასწინათ გამართულ შეხვედრაზე ზელენსკის მიმართ ტრამპის დიდი ხნის ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ ერთხელ, თვალნათლივ წარმოჩინდა. ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარტმა ცოტა ხნის წინ კიევი არჩევნების გაუქმებაში დაადანაშაულა.
არადა, საომარი ვითარების დროს არჩევნები ვერ და არ ტარდება სრულიად გასაგები მიზეზების გამო და ომის დასრულებამდე მათი ჩატარების საწინააღმდეგო განცხადებები, მათ შორის, ტიმოშენკოსა და პოროშენკოსაც აქვთ გაკეთებული. ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტებისას ისინი პოზიციონირებენ, როგორც ხელმძღვანელები, რომლებთან თანამშრომლობაც უფრო მარტივი იქნება და რომლებიც ზელენსკიზე ბევრად მეტს დასთანხმდებიან, - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
Тем не менее Зеленский по-прежнему остается более популярным политиком, чем находящиеся в оппозиции к нему Тимошенко и Порошенко. Согласно опросу британской социологической компании Survation, который был проведен после перепалки Зеленского с Трампом в Белом доме, 44% украинцев заявили, что поддерживают действующего украинского президента. Бывший главком ВСУ Валерий Залужный отстает от Зеленского более чем на 20 процентных пунктов, за Порошенко на возможных выборах готовы отдать голоса 10%, а за Тимошенко — всего 5,7%.
После скандала в Белом доме риторика Трампа в отношении украинского президента ужесточилась. Президент США обвинил Зеленского в нежелании приближать мир. «Если кто-то не хочет заключать сделку, я думаю, что этот человек не задержится здесь надолго. К этому человеку не будут долго прислушиваться», — отметил Трамп. Поддерживающий на протяжении всей полномасштабной войны Украину сенатор Линдси Грэм напрямую предложил Зеленскому «либо уйти в отставку и прислать кого-то, с кем мы сможем иметь дело, либо измениться».
«Сменить меня будет непросто, потому что недостаточно просто провести выборы. Вам нужно будет помешать мне участвовать в выборах, и это будет немного сложнее», — ответил на это Зеленский.