Accentnews.ge
კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

06/03/2025 05:08:42 მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლების განახლებული მონაცემების თანახმად, 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად.

მანამდე დადასტურებული იყო 2 ადამიანის დაღუპვა და 28-ის დაშავება.

სარაკეტო შეტევა 5 მარტს, ღამით განხორციელდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 6 მარტს დილით გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, 31 დაშავებულიდან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა, ასევე დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია.

6 მარტს, გამთენიისას რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ქალაქ სუმში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S