Accentnews.ge
„რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, „დეპორტირებულთა საქმეზე“ ხელახალი დებატები ჩაინიშნა“

„რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, „დეპორტირებულთა საქმეზე“ ხელახალი დებატები ჩაინიშნა“

27/02/2020 20:15:49 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, „დეპორტირებულთა საქმეზე“ ხელახალი დებატები ჩაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 3-5 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩანიშნა“.

იხილეთ ასევე: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის პირობები დაასახელა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S