Accentnews.ge
ონისე ცხადაძე: ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, ყველას გვეშინოდეს ღმერთის

ონისე ცხადაძე: ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, ყველას გვეშინოდეს ღმერთის

05/03/2025 17:44:04 საზოგადოება

ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას გეშინოდეთ ღმერთის, - ამ სიტყვებით მიმართა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ პროკურორებსა და მოსამართლეს.

მიუხედავად მოკლე სიტყვისა, მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

„მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ... ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ის კონკრეტული ადამიანი ღარიბაშვილის შემქმნელია, ხოლო ღმერთი სამყაროსი. ყველაფერი კარგად იქნება, მადლობელი ვარ ყველასი, რომ მხნეობას გვაძლევთ“, - თქვა ცხადაძემ.

მოგვიანებით პროცესზე ხმაური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებული, ჯანო არჩაია გააძევა სხდომის დარბაზიდან. ამის შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, შეუძლოდ გახდა ჯანო არჩაიას ცოლი.

პროცესის განახლების შემდეგ ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს, მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს გაძევებული ჯანო არჩაიას მიმართ, ასევე მოსამართლეს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებიდა იგი სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც უარი თქვეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს.

მათ ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დამსწრე აუდიტორია, საპასუხოდ კი მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ იგი ნაწილობრივ ხურავს სხდომას.

სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს არამხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზი, არამედ შენობა. ბრალდებულების მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და მეგობრები ახლა უკვე სასამართლოს ეზოში ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა მათ პატიმრობაში.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S