Accentnews.ge
3-4 აპრილს ბრიუსელში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

3-4 აპრილს ბრიუსელში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

05/03/2025 14:51:00 მსოფლიო

3-4 აპრილს ბრიუსელში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.

„მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში, NATO–ს შტაბ-ბინაში 3-4 აპრილს შეიკრიბებიან. შეხვედრებს NATO–ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსის ცნობით, შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანეით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S