Accentnews.ge
CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა

CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა

05/03/2025 14:40:39 მსოფლიო

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა 5 მარტს Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-მა, სამხედრო დახმარებასთან ერთად, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა. მანამდე ამის შესახებ მედია წერდა წყაროებზე დაყრდნობით.

"ტრამპს რეალური კითხვა გაუჩნდა იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამშვიდობო პროცესის ერთგული, და მან თქვა, მოდით, დავაპაუზოთო...

თქვენ ნახეთ პასუხი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა "მშვიდობისთვის ვარ მზად და დონალდ ტრამპის ლიდერობით მინდა, რომ ეს მშვიდობა დადგესო", ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო და სადაზვერვო კუთხით, პაუზა, რამაც ეს შედეგი მოგვცა, დამთავრდება და უკრაინელებთან მხარდამხარ ვიმუშავებთ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით, რათა იქ აგრესიას წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ იმისთვისაც, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილზე იყოს, რათა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს". - თქვა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S