
მსხვერპლი მოჰყვა ოდესაზე რუსეთის მიერ დრონებითა და ბალისტიკური იარაღით მიტანილ იერიშს
05/03/2025 08:28:33 მსოფლიო
4 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა ოდესის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ოდესის მესი გენადი ტრუხანოვი ავრცელებს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ჩამოგდებული მტრის დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლები ოდესის გარეუბანში, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
ასევე, საჰაერო განგაშის დროს, რუსეთმა ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა ბელგოროდ-დნესტროვის ოლქზე. რაკეტა ცარიელ სანატორიუმს მოხვდა, შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. არავინ დაშავებულა.