Accentnews.ge
კონგრესში ტრამპის გამოსვლის შემდეგ დემოკრატებმა ამომრჩევლებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს

კონგრესში ტრამპის გამოსვლის შემდეგ დემოკრატებმა ამომრჩევლებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს

05/03/2025 07:53:59 მსოფლიო

ამერიკელმა დემოკრატებმა კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკეს და ამომრჩევლებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, დემოკრატია გადასარჩენია.

დემოკრატმა სენატორმა ელისა სლოტკინმა ამერიკელ ამომრჩევლებს მიმართა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდებიან ისე, როგორც არასდროს და მოუწოდა, თანამდებობებზე არჩეულ პირებს პრობლემებზე პასუხი ორგანიზებულად მოსთხოვონ.

ელისა სლოტკინმა გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური გეგმა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკურ ამერიკელებს სამართლიანი საგადასახადო სისტემა სჭირდებათ, ტრამპი თავისი მილიარდერი მეგობრების დასაჩუქრებას ცდილობს.

დემოკრატმა სენატორმა გააკრიტიკა უკრაინისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაც და 28 თებერვალს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის დაპირისპირება და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეიგანი ალბათ, საფლავში გადატრიალდა.

ელისა სლოტკინის განცხადებით, ის, როგორც „ცივი ომის“ პერიოდის ბავშვი, მადლობელია, რომ 1980-იან წლებში აშშ-ის ხელისუფლებაში იყო რონალდ რეიგანი და არა დონალდ ტრამპი, რომელიც „ცივ ომს“ წააგებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S