Accentnews.ge
ტრამპი: ზელენსკი მზად არის წიაღისეულზე შეთანხმებისთვის

ტრამპი: ზელენსკი მზად არის წიაღისეულზე შეთანხმებისთვის

05/03/2025 07:51:15 მსოფლიო

კონგრესის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ტრამპმა გამოაცხადა, რომ დღეს მან წერილი მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მადლიერია ზელენსკის ამ წერილისთვის. ტრამპის თქმით, ამავე დროს მან რუსეთისგან მიიღო "ძლიერი სიგნალები", რომ ის მზად არის მშვიდობისთვის.

წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა ტრამპს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შელაპარაკების გამო, რომელიც 28 თებერვალს მოხდა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S