
მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას "დროებით პაუზა" უწოდა
04/03/2025 17:51:51 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას "მხოლოდ დროებით პაუზა" უწოდა.
"ეს მხოლოდ დროებითი პაუზა და გადატვირთვის გაკეთებაა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს როგორც მთავარსარდალმა, რათა გამოიყენოს ის სტრატეგია, რომელიც მას და მის გუნდს საუკეთესოდ მიაჩნიათ. ეს არ ნიშნავს, რომ ის ცვლის ან მიმართულებას უცვლის იმას, რაც კონგრესმა დაადგინა". - თქვა ჯონსონმა რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე.
ამასთან, ჯონსონმა ზელენსკის ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას.