Accentnews.ge
მედია: აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

მედია: აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

04/03/2025 13:28:12 მსოფლიო

გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

"რაც შეეხება სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემასა ან გაზიარებას, ამ მხრივ ჯერ უკრაინულ ორგანოებს არანაირი ცვლილება არ უგრძვნიათ, აქ ჯერ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ ეჭვქვეშ დააყენა, რომ აშშ-ს მიერ იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილების ამოქმედების შემთხვევაში, ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც შეეხება. წყაროს თქმით, თანამშრომლობის ეს ფორმა იარაღის მიწოდებისგან განსხვავდება.

ცნობისთვის, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S