
შმიგალი: 3 მარტის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა
04/03/2025 13:25:35 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე ილაპარაკა.
დახმარების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულ მედიაში გავრცელდა.
შმიგალმა აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 3 მარტის მონაცემებით, დახმარება არ შეწყვეტილა და კიევს ვაშინგტონთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების იმედი აქვს:
"დღეს უკრაინა აბსოლუტურად მყარად არის განწყობილი განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მხარს გვიჭერდა, განაგრძობს დახმარებას".
მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვა ამოსუნთქვის საშუალებას არ ითვალისწინებს, ვინაიდან მტერი აგრძელებს შეტევას. ამასთან შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობას და ჯარს გააჩნია პოზიციების შენარჩუნების ბერკეტები, რომელთა შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ.
შმიგალმა ასევე გაიხსენა, რომ მსგავსი შეფერხება 3-წლიანი ომის მსვლელობისას პირველი არ არის:
"ჩვენ მართლაც სხვადასხვა ტიპის მომენტები განვიცადეთ ამ ომის მსვლელობისას. იყო შეფერხებები, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით. მაგრამ უკრაინას, უკრაინელებს, არჩევანი არ აქვთ".
მან ხაზგასმით თქვა, რომ მთავრობა მინერალების შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიალურ დათმობებს.