Accentnews.ge
შაჰინი: უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს, შედეგები დამანგრეველი იქნება

შაჰინი: უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს, შედეგები დამანგრეველი იქნება

04/03/2025 06:24:30 მსოფლიო

ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, - ასე ეხმიანება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა.

„უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივი აგრესიის ესკალაციისკენ. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება. ამ შეურაცხყოფას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერაფრი მიიღო, პუტინის ასე გულუხვი დახმარების სანაცვლოდ“, - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გაიხსენოს, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროსთანაა და არა ავტოკრატებთან და სისხლიან დიქტატორებთან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S