Accentnews.ge
ერდოღანი: თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

ერდოღანი: თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

03/03/2025 20:44:38 მსოფლიო

თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, - უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან იგი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

"ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროპისთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება გადარჩენა, როგორც გლობალური მოთამაშის თურქეთის გარეშე. ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია", - თქვა ერდოღანმა თურქეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე.

ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დასხმიდ გარეშე ეპოვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთმა დაასრულა ევროკავშირთან მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივების 66 კრიტერიუმზე, დარჩენილია ექვსი, - განაცხადა მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ჯერ არ არის მიღწეული, ანკარა აგრძელებს მუშაობას იმ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეები აწყდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S