Accentnews.ge
რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

03/03/2025 11:57:05 მსოფლიო

რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საწარმო კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“. მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ 3 მარტს, დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ „უფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უცნობმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა საწვავით უზრუნველყოფს რუსულ არმიასაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S