Accentnews.ge
ზელენსკი შეთანხმების ხელმოსაწერად მზაობის შესახებ იუწყება, ხოლო აშშ-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინასთან ეს საკითხი არ განიხილება

ზელენსკი შეთანხმების ხელმოსაწერად მზაობის შესახებ იუწყება, ხოლო აშშ-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინასთან ეს საკითხი არ განიხილება

03/03/2025 06:57:40 მსოფლიო

უკრაინა ისევ მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შეთანხმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 მარტს გვიან ღამით ლონდონიდან გამგზავრების წინ BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინა კონსტუქციულადაა განწყობილი და შეთანხმებას ხელი მოეწერება, როცა მხარეები ამისთვის მზად იქნებიან.

თავს მხრივ, აშშ–ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე მსჯელობა არ არის.

"ამ ეტაპზე უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერის საკითხი არ განიხილება", – განუცხადა CBS News-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 2 მარტს.

ბესენტის თქმით, ეკონომიკურ შეთანხმებას აზრი არ ექნება, თუ პრეზიდენტ ზელენსკის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სურს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, "ერთადერთი, რაც უკრაინის პრეზიდენტს გასულ კვირაში უნდა გაეკეთებინა, შეთანხმების ხელმოწერა იყო, მაგრამ ყველაფრის განადგურება გადაწყვიტა".

უკრაინას და შეერთებულ შტატებს ეკონომიკური შეთანხმება 28 თებერვალს, ვაშინგტონში უნდა გაეფორმებინათ, თუმცა ხელმოწერა ჩაიშალა.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S