
რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა ოდესაზე: "არიან დაშავებულები და დაზიანდა სამოქალაქო გემი, რომელიც ევროპულ კომპანიას ეკუთვნოდა"
02/03/2025 09:39:20 მსოფლიო
რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა ოდესაზე.
როგორც სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, "რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა".
"თავდასხმის შედეგად, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი, რომელიც პანამის რესპუბლიკის დროშის ქვეშ დაცურავდა. იგი ეკუთვნოდა ევროპულ კომპანიას. დაშავდა ორი ადამიანი, ისინი პორტის თანამშრომლები არიან", - წერს კიპერი სოციალურ ქსელში.
რუსეთის არმია დრონებითა და ბალისტუკური რაკეტებით ბოლო ხანს რეგულარულად ახორციელებს იერიშებს ოდესის საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
31 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესაზე. ოფიციალური ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მფარველობაში არსებული ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა.