
"რუსეთი პუტინის წინააღმდეგ" - რუსმა ოპოზიციონერებმა ბერლინში გამართეს მსვლელობა
01/03/2025 18:54:23 მსოფლიო
ბერლინში რუსეთის ოპოზიციის მსვლელობა გაიმართა, "რუსეთი პუტინის წინააღმდეგ".
DW წერს, რომ მსვლელობის დაწყებისას რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. მარშის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციონერები ილია იაშინი, ვლადიმერ კარა-მურზა და იულია ნავალნაია. ისინი მსვლელობას მიუძღოდნენ წინ.
როგორც კარა-მურზამ წინა დღით განაცხადა, აქცია ემთხვევა "სამ შავ თებერვალს" - ალექსეი ნავალნის სიკვდილის პირველ წლისთავს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავს და ბორის ნემცოვის მკვლელობის მეათე წლისთავს.
მსვლელობის მონაწილეებმა ბერლინის ცენტრში რუსეთის საელჩოსთან გაიარეს. აქცია ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით, პოლიტპატიმრების სახელებით, უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის დროშები. ისინი სკანდირებდნენ:" რუსეთი პუტინის გარეშე"," თავისუფლება პოლიტპატიმრებს," ყველას გაცვლა ყველაში ".