Accentnews.ge
ავსტრალიის პრემიერი: ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას

ავსტრალიის პრემიერი: ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას

01/03/2025 11:47:06 მსოფლიო

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

მისი მხარდამჭერი განცხადება თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ გამოქვეყნდა.

“სამი წლის განმავლობაში ავსტრალია ამაყად უჭერდა მხარს მამაც უკრაინელ ხალხს - რუსეთის ბრუტალური აგრესიის წინააღმდეგ თავიანთი სუვერენიტეტისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერაში. ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას”, - წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი პლატფორმა X-ზე.

უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S