
ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენი ხნითაც საჭირო იქნება
01/03/2025 11:33:31 მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი კამათის შემდეგ.
"უკრაინის გმირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგ უკრაინის, როგორც ერის არსებობის საკითხია. ჩვენ ფინეთში გვესმის, რისი გადატანა უწევს უკრაინას.
უკრაინა არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისთვისაც იბრძვის. უკრაინა და მისი დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჩვენს პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებენ.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენი ხნითაც საჭირო იქნება",- წერს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი პლატფორმა X-ზე.
უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.