Accentnews.ge
NYT: უკრაინაში ამერიკული იარაღის შედინება თითქმის შეჩერდა და შესაძლოა, სრულად შეწყდეს

NYT: უკრაინაში ამერიკული იარაღის შედინება თითქმის შეჩერდა და შესაძლოა, სრულად შეწყდეს

01/03/2025 11:03:28 მსოფლიო

უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების შედინება თითქმის შეჩერდა და შესაძლოა, სრულად შეწყდეს,- წერს ამერიკული გამოცემა New York Times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში შესვლისას იცოდა, რომ თავის ქვეყანაში აშშ-დან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შედინება პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო.

უკრაინისათვის გადასაცემი სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი აშშ-მ წინა ადმინისტრაციის პირობებში გამოაცხადა, დაახლოებით 50 დღის წინ. როგორც გამოცემას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა 28 თებერვალს უთხრა, უკრაინისათვის ჯერ კიდევ გადასაცემი ამერიკული დახმარება, მათ შორის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის საბოლოო გზავნილები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ავტორიზებული და დაფინანსებული იყო, შესაძლოა, მყისიერ სრულად გაუქმდეს.

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ ოფისში მომხდარი კამათის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, უკრაინას არაპირდაპირი დახმარებაც შეუჩეროს, რაც სხვა სახის სამხედრო დაფინანსებებს, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინელი სამხედროებისა და პილოტების წვრთნასაც მოიცავს.

პენტაგონის მონაცემების მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან უკრაინისთვის კონგრესის მიერ ავტორიზებული 3.85 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება რჩება გადასაცემი. თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაიდენის ადმინისტრაციიდან, გამოცემას უთხრა, რომ შეიარაღების საბოლოო პარტია, რომელიც უკრაინამ აშშ-ს მთავრობის მიერვე მიღებული დაფინანსებით ამერიკული კომპანიებისგან შეიძინა, ქვეყანაში შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაიგზავნება, თუმცა ამის შემდეგ უკრაინის მომარაგება ევროპულ და სხვა სახელმწიფოებს მოუწევთ.

კიდევ ერთი გამოცემა The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების სრულ შეწყვეტას.

"თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, იგი გავრცელდება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებზე, ტექნიკაზე, საბრძოლო მასალებზე და რაკეტებზე, რომლებიც უკრაინას პრეზიდენტის განკარგულებით უნდა მიეწოდოს, თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენის პირობით ისაუბრა, “რადგან საკითხი სენსიტიურია”. – წერს The Washington Post.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S