
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს
01/03/2025 10:50:32 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მართებს, რადგან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები „თავისთვის ფიასკოდ აქცია“. ამგვარად მან უპასუხა CNN-თან ინტერვიუში კითხვას ბოდიშის საჭიროებასთან დაკავშირებით.
რუბიოს განცხადებით, არ არსებობდა ზელენსკის მხრიდან ამგვარი ანტაგონიზმის საჭიროება და დაპირისპირება სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა.
„სამშვიდობო ძალისხმევისთვის ამ აქტიურმა და ღია ძირის გამოთხრამ ღრმად გააწბილა ყველა, ვინც დღემდე ჩართული იყო მათთან კომუნიკაციაში და ვფიქრობ, რომ მან [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი დროის დახარჯვისთვის ამ შეხვედრაზე, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, - თქვა მარკო რუბიომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეკამათების შემდეგ ინტერვიუ მისცა Fox News-ს.
ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ რწმენა გამოთქვა ურთიერთობების გადარჩენის.
მისი თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ "რაღაც ცუდი" გააკეთა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ შელაპარაკება "ორივე მხარისთვის ცუდი იყო".
"ეს ურთიერთობა სცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან... რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის... ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა, გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები... ჩვენ ეს გვექნება", - უთხრა ზელენსკიმ Fox News-ს.
ევროპელი, ამერიკელი და რუსი პოლიტიკოსები ეხმიანებიან ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკებას