
ზელენსკი - Fox News-თან: შელაპარაკება ორივე მხარისთვის ცუდი იყო
01/03/2025 10:45:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეკამათების შემდეგ ინტერვიუ მისცა Fox News-ს.
ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო "უმადურობაში", ასევე თქვა, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის" და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "ოვალურ ოფისში".
ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ბოდიში არ მოიხადა, თუმცა რწმენა გამოთქვა ურთიერთობების გადარჩენის.
მისი თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ "რაღაც ცუდი" გააკეთა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ შელაპარაკება "ორივე მხარისთვის ცუდი იყო".
"ეს ურთიერთობა სცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან... რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის... ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა, გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები... ჩვენ ეს გვექნება", - უთხრა ზელენსკიმ Fox News-ს.
ევროპელი, ამერიკელი და რუსი პოლიტიკოსები ეხმიანებიან ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკებას
ტრამპმა და ვენსმა ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს