
კაია კალასი: დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს, ევროპელებზეა დამოკიდებული, ეს გამოწვევა მივიღოთ
28/02/2025 20:43:29 მსოფლიო
დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს, ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ, - ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შეკამათებას უკრაინის პრეზიდცენტთან ოვალურ კაბინეტში.
„უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა.
დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, - წერს კალასი.