
ტრამპი: ჩვენ ერთგულები ვიქნებით ნატო-ს მიმართ
28/02/2025 18:25:44 მსოფლიო
"პოლონეთი გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე უნდა იხდიდეს. პოლონეთის ერთგული ვარ. პოლონეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ეს მძიმე რეგიონია... ჩვენ ერთგულები ვიქნებით ნატოს მიმართ, ნატომ უნდა გაიძლიეროს პოზიცია, ევროპამ უნდა გაიძლიეროს პოზიცია და თანაბარ დონეზე უნდა ვიყოთ. გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ჩვენ. უნდა დაგვეწიონ, უნდა გაგვითანაბრონ ხარჯები",- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკულ ჯარებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.