Accentnews.ge
ტრამპმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

ტრამპმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

27/02/2025 18:31:11 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას აშშ-ს თეთრი სახლი ავრცელებს.

რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთს სანქციები დაუწესდა. ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისი პრეზიდენტების ბრძანებულებით, გაფართოვდა 2014, 2018 და 2022 წლებში.

"[რუსეთის] ის მოქმედებები და რეფორმები, რომლებიც [აღნიშნულ წლებში გამოცემულ] აღმასრულებელ ბრძანებებშია ხაზგასმული, აგრძელებენ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაორდინალური საფრთხის შექმნას.

ამ მიზეზით, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, გამოცხადებული აღმასრულებელ ბრძანებაში 13660, რომელიც გახანგრძლივდა აღმასრულებელი ბრძანებებით - 13661, 13662, 14065, 13685 და 13849, ძალაში უნდა დარჩეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგ.

შესაბამისად, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის აქტის (50 U.S.C. 1622(d)) 202(d) სექციასთან შესაბამისობაში, მე ვახანგრძლივებ აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო სიტუაციას 1 წლით". - წერია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S