
რუსეთმა უკრაინას 166 დრონით შეუტია, 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია
27/02/2025 09:15:25 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა, 27 თებერვლის ღამეს, უკრაინას „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 166 დრონით შეუტიეს, მათგან 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს, 72 კი - ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკი ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.