
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული: ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს
26/02/2025 12:27:40 საზოგადოება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.
მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.
„დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ როგორც ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“, — განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.