Accentnews.ge
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკის და წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკის და წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

26/02/2025 08:21:56 საზოგადოება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სატუმბ სადგურებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდულია ოზურგეთში, ქუთაისში, სენაკსა და წყალტუბოში ზოგიერთ მისამართზე.

"გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია სატუმბ სადგურებზე, რის შედეგადაც წყალმომარაგება შეზღუდულია შემდეგ მისამართებზე:

ქ. ოზურგეთი – N1 სატუმბი სადგური;

ქ. ქუთაისი – ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობა;

ქ. სენაკი – ნოსირის სატუმბი სადგური;

ქ. წყალტუბო - მიწაწითელას სათავე ნაგებობა.

წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და შესაბამისი ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://water.gov.ge/page/full/107

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!",- აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S