Accentnews.ge
აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ენგურის ხიდით მიმოსვლა არ შეწყვეტილა

აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ენგურის ხიდით მიმოსვლა არ შეწყვეტილა

27/02/2020 08:56:45 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალი ტიპის კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადებისა და დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, ენგურის ხიდზე გადაადგილება ჯერ არ შეწყვეტილა.

დღეს დილიდან ე.წ. საზღვარი რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გადაკვეთა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ე.წ. საზღვარი სავარაუდოდ, საღამოს 17:00 საათიდან დაიკეტება. საწყის ეტაპზე შეზღუდვა შეეხებად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებს, ხოლო კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ აფხაზეთის მკვიდრებს უკან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ კარანტინი აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მისივე თქმით, აიკრძალა აფხაზეთში ყველა უცხოელის შესვლა და გასვლა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვვა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ასევე: არა ნიღბები, არამედ პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა: რას გვირჩევენ უცხოელი ექსპერტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S