Accentnews.ge
ომბუდსმენის აპარატი: ვსწავლობთ ქათამაძისთვის ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებაზე უარის თქმის საკითხს

ომბუდსმენის აპარატი: ვსწავლობთ ქათამაძისთვის ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებაზე უარის თქმის საკითხს

25/02/2025 08:07:51 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი ბათუმის პროევროპული აქციების მედროშის თემურ ქათამაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

აპარატში ამბობენ, რომ მონიტორინგს უწევენ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე, იკვლევენ მის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობისა და მისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის კანონიერების საკითხებს.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძე) მიერ შიმშილობის გამოცხადების დღიდან ზედამხედველობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ არაერთი ვიზიტი განხორციელდა მისი მონახულების მიზნით, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში, ისე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში (ბოლო ვიზიტი შედგა 2025 წლის 21 თებერვალს, მომავალ დღეებში კვლავ დაგეგმილია ვიზიტის განხორციელება).

პირადად მონახულების პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ სამუშაო კომუნიკაციაშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოთხოვილია და მიღებულია მისი სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბოლოს – 15 თებერვალს სამედიცინო კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დასკვნა"

აპარატში ამბობენ, რომ სწავლობენ "მისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი) მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების საკითხს (საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული, საერთაშორისო დაცვის პროცედურების ამოწურვამდე) და ასევე, მისი დაკავების პროცესში შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიების დასაწყებად ინფორმაცია გადაგზავნილი იქნა სპეციალურ საგამოძიებო ორგანოში. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს ამ საქმეზე ზედამხედველობას უფლებამოსილების ფარგლებში”.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის 12 დღე იყო იზოლატორში. იზოლატორიდან გამოსვლისთანავე ქათამაძე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

თემურ ქათამაძე წლებია, საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. დაკავების შემდეგ მან ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. მას დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S