Accentnews.ge
მერცი: ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო

მერცი: ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო

23/02/2025 22:26:29 პოლიტიკა, მსოფლიო

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ევროპას აშშ-ისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.

„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება, სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველია, რა ელოდება ნატო-ს მომავალში და მოუწევს თუ არა ევროპას სწრაფი მოქმედება საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. მერცმა ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.

„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და საბოლოოდ არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – აღნიშნა მერცმა.

მერცი ამბობს, რომ უნდა „შეიმუშაოს“ როგორ ჩამოაყალიბოს მთავრობა და სურს ერთი კოალიციური პარტნიორი და არა ორი.

მერცმა გაიმეორა, რომ ყოველთვის ამბობდა, არ აპირებს AfD-თან [ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები] კოალიციაში შესვლას.

ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.

"დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, - განაცხადა მერცმა და დასძინა:

„ევროპა ელის, რომ ძალიან მალე გვეყოლება ძლიერი მთავრობა".

შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S