
ტრამპმა ქრისტიან-დემოკრატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
23/02/2025 19:38:35 მსოფლიო
"აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა არაჯანსაღი აზრებით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის შესახებ, რომელიც ამდენი წელია დომინირებს," - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან "გერმანიის კონსერვატორულ პარტიას" მიულოცა, მაგრამ არ ახსენა კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის სახელი.
ტრამპმა არ ახსენა ულტრამემარჯვენე პარტია AfD, რომელსაც ილონ მასკი უჭერდა მხარს.
"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატორების პარტიამ ძალიან დიდ და მაღალი მოლოდინების მქონე არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც აშშ-ში, გერმანელი ხალხი დაიღალა საღი აზრის არმქონე იმ დღის წესრიგით, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და იმიგრაციის მხრივ, რომელიც მრავალი წელი დომინირებდა. ეს დიდებული დღეა გერმანიისთვის და ბატონი დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მყოფი აშშ-სთვის. გილოცავთ ყველას - კიდევ მრავალი გამარჯვება იქნება!" - წერს ტრამპი
გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.
გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორები, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), სავარაუდოდ, 29%-ით უსწრებენ ყველა სხვა პარტიას.
ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.
კერძოდ, გერმანული მაუწყებლის ARD-ის ინფორმაციით შედეგები ასეთია:
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 29%;
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 19.5%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16%;
„მწვანეები“ - 13.5%;;
„Die Linke“ - 8.5%
FDP - 4.9%;
BSW - 4.7% ;
ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 28.5%;
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 20%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16.5%;
„მწვანეები“ - 12%;
„Die Linke“ - 9%;
FDP - 5%;
BSW - 5%;
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.