Accentnews.ge
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

23/02/2025 07:51:31 მსოფლიო

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“, - წერს ესტონეთის პრემიერი.

მისივე თქმით, უკრაინას ყოველთვის შეუძლია, ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„უკრაინის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - წერს კრისტენ მიხალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S