Accentnews.ge
თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა პრეზიდენტ დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა პრეზიდენტ დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა

22/02/2025 23:58:46 მსოფლიო

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ტრამპმა დუდა ახსენა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საუბრის დასაწყისში. ტრამპის თქმით, აფასებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრება კონფერენციას და აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერი არის „ფანტასტიკური ადამიანი“ და მისი „დიდი მეგობარი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S