Accentnews.ge
დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს

22/02/2025 21:08:33 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში, აღლუმზე დასასწრებად ჩასვლას არ გეგმავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„არა, არ მივდივარ“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე ფრანგული მედია Le Point საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი მოსკოვში 9 მაისს, შესაძლოა, ჩავიდეს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მალევე განაცხადა, რომ მსგავსი შეთანხმებები ჯერ არ არსებობს.

ცნობისთვის: 12 თებერვალს შედგა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომლის დროსაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად შეერთებულ შტატებსა და რუსეთში ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობა განიხილეს. პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში ვიზიტით მიიწვია. ამასთან, პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ ვიზიტების დაწყებამდე მათ შეეძლოთ პერსონალური შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

ტრამპმა ასეთი შეხვედრის შესაძლო ადგილად საუდის არაბეთი ახსენა, სადაც 18 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის.

2024 წლის სექტემბერში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კრემლმა გამორიცხა ე.წ. „არამეგობრული ქვეყნების“ ლიდერების მიწვევის შესაძლებლობა აღლუმზე გამარჯვების 80 წლისთავის საპატივცემლოდ. რუსეთმა ამ სიაში შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წელს შეიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S