Accentnews.ge
ზელენსკი: ბრიტანეთის პრემიერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ

ზელენსკი: ბრიტანეთის პრემიერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ

22/02/2025 16:00:14 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან აქტიური იქნება“.

„დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S