
ბრაზილიის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს
21/02/2025 06:54:19 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, „მსოფლიოს იმპერატორი“ გახდეს.
"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გაითვალისწინებს, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული. ეს ნიშნავს დემოკრატიის გაძლიერებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოპოვებული დემოკრატია არის საუკეთესო მმართველობის პარამეტრი, რომელიც გვქონდა ბოლო 70 წლის განმავლობაში და კარგი იქნება, რომ ეს გაგრძელდეს. ახლა, რასაც იგი აკეთებს, არის მცდელობა, გახდეს მსოფლიოს იმპერატორი.
რაც მოვისმინე რადიოში და ჩემი თვალით ვნახე ბეჭდურ და ონლაინ პრესაში და ინტერნეტში, არის პრეზიდენტი ტრამპის ტირადები, რომელსაც სურს კანადის ხელში ჩაგდება, პრემიერ-მინისტრს გუბერნატორს უწოდებს, სურს გრენლანდიის ხელში ჩაგდება, სურს აიღოს კონტროლი პანამის არხზე, შეცვალა მექსიკის ყურეს სახელი და ამერიკის ყურე დაარქვა. იგი აირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად და არა მსოფლიოს პრეზიდენტად“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.