
24 თებერვალს ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები „უკრაინისა და ზელენსკის მხარდასაჭერად“ კიევს ეწვევიან
21/02/2025 06:33:02 მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე კიევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეწვევიან.
ამის შესახებ ოფიციალური ცნობა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაავრცელა.
"ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, რომ კიევში ვიყო ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, რათა დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირული უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ", - ნათქვამია ანტონიუ კოშტას განცხადებაში.
ამ განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.
ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა.