Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა

ზელენსკი: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა

21/02/2025 06:28:18 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა.

„ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა.

„უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა - ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S