Accentnews.ge
ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

20/02/2025 13:33:51 მსოფლიო

ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ამ თანხიდან 520 მილიონ ევროს მოლდოვა გრანტის სახით მიიღებს. 1.5 მილიარდი ევრო კი დაბალპროცენტიანი სესხია. ევროკომისიის განცხადებით, ფინანსური დახმარება ქვეყანას ევროკავშირთან სწრაფად დაახლოებაში დაეხმარება.

„ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს მოლდოვასა და მოლდოველ ხალხთან. ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად სწრაფად დაგვიახლოვდეს. მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ მოლდოვისთვის რეფორმებისა და ზრდის ფონდთან დაკავშირებით მიაღწიეს. შეთანხმებული 1.9 მილიარდი ევროს ფონდი - ევროკავშირის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოლდოვის დამოუკიდებლობის ისტორიაში - არის საკვანძო ნაბიჯი ჩვენს პარტნიორობაში.გაზრდილი ფინანსური დახმარებისა და რეფორმების გაერთიანება დააჩქარებს მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დაახლოებასა და მოლდოვის ინტეგრაციას ჩვენს ერთიან ბაზარზე", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

შეთანხმება საბოლოოდ დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს წარედგინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S