Accentnews.ge
მოსკოვი დასავლეთს საქართველოზე "უხეშ ზეწოლაში" ადანაშაულებს

მოსკოვი დასავლეთს საქართველოზე "უხეშ ზეწოლაში" ადანაშაულებს

20/02/2025 06:23:00 პოლიტიკა

"ოცნების" მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის ოფიციალურად შეჩერებით გამოწვეული თითქმის სამთვიანი პროტესტის ფონზე მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში აქტიურ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობას არ წყვეტს და დასავლეთს ქვეყნისთვის "საკუთარი ნების თავს მოხვევის მცდელობებში" ადანაშაულებს. ამ კონტექსტში მორიგი განცხადება ამჯერად ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ - ვალენტინა მატვიენკომ გააკეთა.

მისი მტკიცებით, "დასავლეთი თავს ახვევს ჩახშობის პოლიტიკას საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთს, ახლა კი - უკვე აფრიკის ქვეყნებსაც".

"ჩახშობის პოლიტიკა ნიშნავს მის ნებას დაქვემდებარებას და ამას დასავლეთი ძალზე ხისტად აკეთებს, ითვალისწინებს რა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არ უწევს რა არანაირ ანგარიშს ამ ქვეყნების არც სუვერენულ უფლებებს, არც კანონმდებლობას, არც ტრადიციებსა და კულტურას. რიგ შემთხვევებში დასავლეთის ეს მცდელობები დემოკრატიად ინიღბება, მაგრამ რეალურად, ეს არის თავს მოხვევა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ ეს ქვეყნები. ეს სცენარები უბრალოდ საშინელებაა! სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მომსწრენი ვიყავით ამისა საქართველოში, რუმინეთში, მოლდოვაში, ახლა კი ანალოგიური საქმიანობა წარმოებს აფრიკაშიც, როდესაც აფრიკელებს რუსეთთან ურთერთობას უკრძალავენ, უწესებენ სხვა შეზღუდვებსაც. ამ ყველაფრის მიზეზი ერთია: დასავლეთი ცდილობს, შეინარჩუნოს ჰეგემონია, რომელიც ხელიდან უსხლტება და ჯიუტად არ სურს, აღიაროს ობიექტური ისტორიული პროცესები" - განაცხადა მატვიენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S