
The Telegraph: სტარმერი ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს
20/02/2025 06:05:12 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამს წარუდგენს გეგმას, რომლის თანახმად, ვაშინგტონის შუამავლობით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი დაცვის უზრუნველსაყოფად ევროპა უკრაინაში გაგზავნის 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს, -იუწყება The Telegraph ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა თქმით, "სტარმერი მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული ამერიკული გამანადგურებლები და რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანონ, თუ რუსეთი ზავის პირობებს დაარღვევს".
მისივე ინფორმაციით, "უსაფრთხოების ძალების შექმნის ბრიტანულ-ფრანგული გეგმა წარდგენილი იყო ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ კვირაში, პარიზში გაიმართა".
სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად. პარიზის სამიტი ერთი დღით უსწრებდა აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას, რომელიც 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართა.
ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტი მომავალ კვირაშია დაგეგმილი.