
მედია: ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ვაშინგტონს ეწვევიან
20/02/2025 05:52:14 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მომავალ კვირას შეხვდება, – იუწყება France-Press ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, Reuters აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ეწვევა ვაშინგტონს მომავალ კვირას.
Fox News-სთან რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსების შესახებ კითხვაზე, მაიკ უოლცმა განაცხადა:
"ჩვენ ჩართულები ვართ ყველა მხარესთან, ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური გუნდების დაყენებას, რათა დავიწყოთ დეტალებზე საუბარი".