Accentnews.ge
ბოლტონი: ზელენსკისა და უკრაინის ტრამპისეული დახასიათება ყოვლად სამარცხვინოა

ბოლტონი: ზელენსკისა და უკრაინის ტრამპისეული დახასიათება ყოვლად სამარცხვინოა

19/02/2025 19:33:09 მსოფლიო

"ზელენსკისა და უკრაინის ტრამპისეული დახასიათება ყოვლად სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გამოუთქვამს. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ქველმოქმედება, ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულია ჩვენს სიძლიერეზე საზღვარგარეთ",- წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი X-ზე.

ტრამპი გააკრიტიკა მისი პირველი ვადით პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც:

"ბატონო პრეზიდენტო, ეს ომი უკრაინას არ "დაუწყია". რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მშვიდობისკენ მიმავალი გზა ჭეშმარიტებაზე უნდა დაფუძნდეს".

მანამდე ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" და "საშუალოდ წარმატებული კომიკოსი" უწოდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S