Accentnews.ge
რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს

19/02/2025 17:27:58 მსოფლიო

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ვაშინგტონმა მოსკოვს აშშ-ის ელჩად რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა შესთავაზა. იგი ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია.

გამოცემის ცნობით, მისი დანიშვნა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა, მოქმედმა ადმინისტრაციამ კი კანდიდატურა არ შეცვალა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი და რუსეთის ყოფილი ელჩი კანადაში ალექსანდრ დარჩიევი დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოემბერში გაავრცელა, თუმცა დარჩიევი ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა, ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.

2023 წლიდან რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისია. შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის პოზიცია კი 2017 წლიდან ანატოლი ანტონოვს ეკავა, მას ვადა 2024 წლის ოქტომბერში ამოეწურა.

რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო 2012-15 წლებში.

იგი 1980-იან წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ბაჰრეინში, ნორვეგიასა და საბჭოთა კავშირში.

1993 წელს რიჩარდ ნორლანდი გახდა აშშ-ის მისიის ხელმძღვანელი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ორგანიზაციაში (ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაცია).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S